logo
ENG


ჰოჯესი მთავრობას: დარწმუნდით, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგახართ, უკრაინა გაიმარჯვებს
ბენ ჰოჯესი
10 იან, 2023 12:09
ჰოჯესი მთავრობას: დარწმუნდით, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგახართ, უკრაინა გაიმარჯვებს
  • 555ნახვები

მე არ მესმის, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე პოზიციაზე უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. საქართველო დადებით შედეგებს მიიღებს არა მხოლოდ ახლა, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, არამედ კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შეთანხმებისგანაც, რომელიც ამ ომის დასრულების შემდეგ გაფორმდება. ვერ ვხედავ ვერანაირ სარგებელს იმაში, რომ საქართველო გადაჯაჭვული იყოს კრემლთან. რუსეთი აგებს ამ ომს, ეკონომიკა განადგურებულია, როგორც ჩანს, არ არსებობს კავშირი მთავრობისა და იმას შორის, რაც ქართველ ხალხს სურს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იყოს ისტორიის სწორ მხარეს, რადგან ქვეყნის ხანგრძლივი უსაფრთხოება დამოკიდებულია შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. დარწმუნდით, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგახართ, რადგან უკრაინა ამ ომიდან გამარჯვებული გამოვა, ხოლო შეერთებული შტატები შავი ზღვის რეგიონის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს და საქართველო ამის ნაწილი იქნება.

განაცხადა ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ღონისძიებაში მონაწილეობს, სადაც მსჯელობენ უკრაინაში მიმდინარე ომზე, შედეგებზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და საქართველოს კონტექსტზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა