logo
ENG


ჰოჯესი: რთული გასაგებია, რატომ აღარ არის საქართველოში ცოცხალი დემოკრატია, როგორიც მახსოვს?
ბენ ჰოჯესი
10 იან, 2023 20:15
ჰოჯესი: რთული გასაგებია, რატომ აღარ არის საქართველოში ცოცხალი დემოკრატია, როგორიც მახსოვს?
  • 570ნახვები

რთული გასაგებია, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში განსაკუთრებით, რატომ აღარ არის საქართველოში ცოცხალი დემოკრატია, როგორიც წინა ვიზიტებისას მახსოვს? ჩანს, რომ ზეწოლას განიცდის და სარგებელს ამით მხოლოდ კრემლი ნახულობს, რომელსაც სურს ყველა დაჩაგროს და იბატონოს რეგიონში. თუ დემოკრატიას საშუალება არ აქვს, აყვავდეს საქართველოში, ეს მხოლოდ კრემლისთვისაა სარგებლის მომტანი, ამიტომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად სურს შეეგუოს თავისუფალ მედიაზე წნეხს, გამჭვირვალობის არარსებობას სასამართლოში, უცხოური ინვესტორების და ყველაფერი იმით იმედგაცრუებას, რაც დაეხმარება საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების გაძლიერებაში - ისეთის, როგორიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსია. მოლდოვამ მიიღო, საქართველომ კი - არა. მთავრობაში მე რომ ვიყო, ეს ჩემთვის საამაყო არ იქნებოდა.

განაცხადა ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ფორმულასთან ინტერვიუში.



ასევე ნახეთ
close დახურვა