logo
ENG


მიქანაძე: ბენ ჰოჯესის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია, იკითხება ენმ-ის ნარატივი
  • 451ნახვები

ბენ ჰოჯესის განცხადება, პირდაპირ გეტყვით, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, სახელმწიფოს და ჩვენი ქართველი საზოგადოების შეურაცხმყოფელია, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და ჯდება, იკითხება პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული პარტიების ნარატივი. რეალურად, ვხვდებით, რომ ამ ადამიანის მიზნები აბსოლუტურად სხვა არის და ეს ადამიანი თავისი განცხადებებით ცდილობს, თავისი მცირე წვლილი შეიტანოს საერთო დამაზიანებელ კამპანიაში, რომელიც უკვე არაერთი თვეა აგორებული საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, საქართველო ჩართული იყოს საომარ მოქმედებებში და შესაბამისად, ბენ ჰოჯესი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მსგავსი განცხადებები ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდაა მიმართული და ეს აბსოლუტურად მიუღებელი იქნება.

ასე ეხმაურება ქართული ოცნების წევრი გივი მიქანაძე ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალი ბენ ჰოჯესის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

ბენ ჰოჯესმა ფორმულასთან ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკაზე, ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაზე და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ისაუბრა.



ასევე ნახეთ
close დახურვა