logo
ENG


ალიევი: კიკაბიძის სახელი სამუდამოდ არის ამოტვიფრული ქართული კულტურის ისტორიაში
ილჰამ ალიევი
15 იან, 2023 20:27
ალიევი: კიკაბიძის სახელი სამუდამოდ არის ამოტვიფრული ქართული კულტურის ისტორიაში
  • 619ნახვები

უაღრესად დამწუხრებულები ვართ ვახტანგ კიკაბიძის, ქართველი ხალხის უფროსი შვილის, გამოჩენილი მომღერლის, მსახიობის და რეჟისორის გარდაცვალების გამო.

ვახტანგ კიკაბიძის სახელი სამუდამოდ არის ამოტვიფრული საბჭოთა და ქართული კულტურის ისტორიაში. ვახტანგ კიკაბიძე საკუთარი მრავალმხრივი ნიჭის, მაღალი პროფესიონალიზმის, ახალი განუმეორებელი ატმოსფეროს წყალობით, რომელიც მან ხელოვნებაში შეიტანა, მთელი ეპოქის სიმბოლოდ იქცა. დაუვიწყარი გმირები, რომლებსაც ის კინოში განასახიერებდა, სიმღერები, რომლებსაც ის თავისი ორიგინალური ვოკალური ოსტატობით ასრულებდა, მრავალი თაობის გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
 
ვახტანგ კიკაბიძე აზერბაიჯანის დიდი მეგობარი იყო. მისი შემოქმედება აზერბაიჯანელი ხალხის დიდ სიყვარულს იწვევდა, ხოლო მის პიროვნებას დიდ პატივს სცემდნენ და ის აღფრთოვანებას იწვევდა. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და მეგობრული და მეზობლური ურთიერთობების განმტკიცებაში. გამოჩენილი ხელოვანის და გულწრფელი ადამიანის, ვახტანგ კიკაბიძის ძვირფასი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში. ვიზიარებ თქვენს ტკივილს ამ მძიმე დანაკარგთან დაკავშირებით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ.

 

წერია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებაში. ვახტანგ კიკაბიძე დღეს, 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.



ასევე ნახეთ
close დახურვა