logo
ENG


გოშევსკა სააკაშვილზე: ყველა ღონეს ვიხმართ, რათა მისი სიცოცხლე გადავარჩინოთ
  • 738ნახვები

ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის სიცოცხლე. ყველა ღონეს ვიხმართ, რათა მისი სიცოცხლე გადავარჩინოთ. ჩვენ ყველა ორმხრივ ფორმატში, ვისაუბრებთ ამაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის - პრეზიდენტების დონეზე, პრემიერმინისტრების დონეზე, მინისტრების დონეზე, პარლამენტის დონეზე. საპყრობილეში მყოფი პრეზიდენტ სააკაშვილის თემა ყოველთვის აქტუალური იყო. ჩვენ ძალიან ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ შეგვიძლია მისი მიღება ჩვენს საავადმყოფოში, რათა ვუმკურნალოთ მას. ჩვენ გაგზავნეთ წერილიც ამ თემაზე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილი იყო. იქ ეწერა, რომ ჩვენ ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, გადმოვიყვანოთ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთში და ვუმკურნალოთ მას. სამწუხაროდ, ამან არანაირი შედეგი არ მოიტანა და ასევე, არც სხვა საუბრებმა.

განაცხადა პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერემა მალგოჟეტა გოშევსკამ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

[სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა