logo
ENG


გოშევსკა: ვფიქრობ, წნეხის ერთადერთი საშუალება იქნება სანქციები ოლიგარქ ივანიშვილის მიმართ
  • 1004ნახვები

ისინი [ხელისუფლება] არა მარტო აკრიტიკებენ საქართველოს მეგობრებს და მეგობარ პოლიტიკოსებს, არამედ მათ შეურაცხყოფასაც აყენებენ. მიუხედავად ამისა, მიყვარს საქართველო. არ ვაქცევ ამ შეურაცხყოფებს ყურადღებას. ჩემი მიზანია საქართველო მიდიოდეს ევროპისკენ. ჩემი მთავრობის და პარტიის მიზანია საქართველო მოხვდეს ევროატლანტიკურ სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის] სიცოცხლე. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინოთ. ყველა ფორმატში, ორმხრივ ფორმატში ვისაუბრებთ ამაზე - პოლონეთის და საქართველოს პრეზიდენტების დონეზე, პრემიერების და მინისტრების დონეზე. საპყრობილეში მყოფი პრეზიდენტ სააკაშვილის თემა ყოველთვის აქტუალურია. ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ შეგვიძლია მისი მიღება ჩვენს საავადმყოფოში, რომ ვუმკურნალოთ. ამან არანაირი შედეგი არ მოიტანა სამწუხაროდ. არც სხვა საუბრებმა და წნეხის სხვა მცდელობებმა არ მოიტანა შედეგი, მათ შორის სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან. ვფიქრობ, რომ ერთადერთი ნამდვილი წნეხის საშუალება იქნება სანქციები, იმ ოლიგარქის მიმართ, რომელიც რეალურად მართავს საქართველოს, ოლიგარქ ივანიშვილის მიმართ, მისი გარემოცვის მიმართ. ეს არის ერთადერთი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია ჩვენ რეალურად ვიმუშაოთ და რეალური შედეგები მივიღოთ, რათა გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე...

ვისაუბრებ ამ თემაზე... ამას გარკვეული პროცესი და მოქმედებები სჭირდება. იმედი მაქვს, რომ ასეთი მუქარაც საკმარისი იქნება და გარკვეულ შედეგებს გამოიღებს. ვფიქრობ, ის [ივანიშვილი] მოეგება გონს და შეცვლის თავისი მოქმედებების მიმართულებას.

განაცხადა პოლონეთის სეიმის სპიკერმა მალგოჟეტა გოშევსკამ გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა. [სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა