logo
ENG


ზელენსკი: გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რათა ყველა რუსმა მკვლელმა კანონიერი სასჯელი მიიღოს
  • 374ნახვები

ამ ომის დანაშაულში ყველა დამნაშავე იქნება გამოვლენილი და პასუხისგებაში მიეცემა. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე იმისთვის, რომ ყველა რუსმა მკვლელმა, ყველა, ვინც გასცემს და ასრულებს ბრძანებებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ სარაკეტო ტერორის შესახებ, კანონიერი სასჯელი მიიღოს. დნიპროში მომხდარი ფაქტია, რომ რუსეთი ამზადებს ახალ მცდელობას ომში ინიციატივის ხელში ჩაგდების მიზნით. ფაქტია, რომ საომარი მოქმედებების ბუნება ფრონტზე ახალ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისა და თავისუფლების დაცვის კოალიციის ყველა წევრის ძალისხმევის კოორდინაცია და გადაწყვეტილების მიღების დაჩქარება. კვირის ბოლოს, რამშტაინის ფორმატში რეგულარული შეხვედრა გაიმართება. ველით ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებს ჩვენი პარტნიორებისგან

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა