logo
ENG


მელია გავრცელებულ ჩანაწერზე: ზუსტად ვიცი, მერაბიშვილის დაგეგმილია
ნიკა მელია
18 იან, 2023 00:09
მელია გავრცელებულ ჩანაწერზე: ზუსტად ვიცი, მერაბიშვილის დაგეგმილია
  • 399ნახვები

მე მაქვს არათუ გონივრული ეჭვი, ვარაუდიც არა, ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი და მან ჩათვალა, რომ ამ აუდიო ჩანაწერების გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე...

მე ვფიქრობ, რომ ამ ჩანაწერის ეიმედებოდათ, სინამდვილეში, პირიქით მოხდა ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს და ძალიან დიდი სხვაობით წააგებენ ამ არჩევნებს. ნაციონალური მოძრაობის უდიდეს ნაწილს უნდა განვითარებულ, დემოკრატიულ, ფორმალური მმართველობის ქვეშ ცხოვრება, სადაც მსგავსი სიბინძურე ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება და ამოტივტივდა ზედაპირზე ის მანკიერება, რომელსაც მე არასოდეს მივესალმებოდი და თუკი რამე არ მომწონდა ნაციონალურ მოძრაობაში,პირდაპირ გეუბნებით, ზუსტად ეს მეთოდები იყო, რომლებიც ძალიან ბევრ იმ ადამიანს არ მოსწონდა, რომელმაც 2012 წელს, როცა ენმ-ს წინააღმდეგ მისცა ხმა, მაგრამ დღეს მისი ამომრჩეველია და აქტიური წევრიც არის.

განაცხადა ტვ პირველის ეთერში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელია. 

ჩანაწერი, რომელზეც მელია საუბრობს, 9 იანვარს გავრცელდა. ჩანაწერში, სავარაუდოდ, მისი ხმა ისმის. 



ასევე ნახეთ
close დახურვა