logo
ENG


ოდიშარია ლავროვზე: როცა ენმ გაჭირვებაშია, ამას ემთხვევა რუსეთის განცხადება და ეჭიდებიან
  • 573ნახვები

მე ლავროვისგან ვერც ქათინაურს ვერ მივიღებ და ვერ შექებას ვერ მივიღებ. მნიშვნელოვანია ის, რომ ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იშველიებს და როგორც წესი, თუ აკვირდებით, როცა ისინი არიან დიდ გაჭირვებაში, ან შიდაპარტიულში ან ზოგადად პოლიტიკურ პროცესში, ისინი აუცილებლად გამოძებნიან ან ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადება, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, რომ ცოტა ხანი წაიტივტივონ და არ ჩაიძირონ ამ მძიმე პროცესებისას, რომელიც ვითარდება. ეს საეჭვოდ ემთხვევა მუდმივად. კიდევ ვიმეორებ - როცა ენმ არის მძიმე პროცესებში ან დეგრადირებს მათი რეიტინგი, როგორც წესი, გამოჩნდება რომელიღაც რუსი პოლიტიკოსი, რომელიც გააკეთებს განცხადებას და ეჭიდებიან როგორც მაშველ რგოლს და მერე ორი-სამი დღე ტივტივებენ ამ ნიუსით.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია. დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს მთავრობა იმის გამო, რომ ის "დასავლეთის ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს".



ასევე ნახეთ
close დახურვა