logo
ENG


ხაზარაძე საგარეჯოში მომხდარზე: ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს
  • 648ნახვები

ეს დიდი ტრაგედიაა და მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს.

ვუსამძიმრებ გმირი პოლიციელის ოჯახს, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

რთული გასააზრებელია, რომ ამდენწლიანი სტაჟის მქონე სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც მუნდირის ღირსებას სხვადასხვა მისიაში იცავდა, ასეთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!

წერს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.  საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, დაჭრილია 5 ადამიანი. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.



ასევე ნახეთ
close დახურვა