logo
ENG


კალაძე: შეძრწუნებული ვარ, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, შსს-ს და გომელაურს
კახა კალაძე
20 იან, 2023 11:45
კალაძე: შეძრწუნებული ვარ, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, შსს-ს და გომელაურს
  • 408ნახვები

შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს!

დაღუპულთა შორის არის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს!

ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!

წერს თბილისის მერი კახა კალაძე.

საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, დაჭრილია 5 ადამიანი. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.



ასევე ნახეთ
close დახურვა