logo
ENG


ღარიბაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარზე, ვუსამძიმრებ ოჯახებს, შსს-ს
  • 380ნახვები

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს.

თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

წერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, დაჭრილია 5 ადამიანი. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

 

 

 

 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა