logo
ENG


ჯაფარიძე: ვცხოვრობთ ისტორიის სამარცხვინო ფურცელზე, უნდა დაიწყოს ამ ფურცლის გადაშლა
  • 462ნახვები

ყველაზე რთული რაც არის დღეს, არის ის გააზრება, რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ სამარცხვინო ფურცელზე, როცა თავმოყვარეობა, ღირსება, მეგობრის გვერდში დგომა, მსგავსი ღირებულებები ფეხქვეშ გათელეს და გვეუბნებიან, რომ ეს არის ქართველობა და საქართველო. მნიშვნელობა არ აქვს, რას უნდა აკეთებდეთ ახლა თქვენ: ბიზნესი გაქვთ, მუშაობთ, ხელოვნების მუშაკი თუ სპორტსმენი ხართ, არაფერს გემო და ფასი არ აქვს, მანამ, სანამ ცხოვრობ უთავმოყვარეო ყოფაში, ეს არის ჩემი აზრით გასააზრებელი. 24 თებერვალს რაც უნდა დაიწყოს აქ, არის საქართველოს ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცლის გადაშლა. ეს პროცესი არის დასაწყები, პროცესს სჭირდება ერთობა

ამბობს გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და 24 თებერვალს უკრაინის მხარდამჭერი აქცია ჩანიშნეს.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა