logo
ENG


ხაბეიშვილი: ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ არ არსებობდეს ქვეყანაში თავისუფალი მედია
  • 497ნახვები

მთავარი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი ჰყავთ ციხეში გამოკეტილი მოგონილი ბრალდებით. ებრძვიან ტელეკომპანია ფორმულას და მის დამფუძნებელს. ცხადია, დევნის ობიექტია ტელეკომპანია ტვ პირველი, ასევე დევნის ობიექტია ტელეკომპანია კავკასია, მათ შორის ფინანსური მარწუხებით. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ არ ისმოდეს თავისუფალი სიტყვა და არ არსებობდეს ქვეყანაში თავისუფალი მედია. ცხადია, ეს არის პოლიტიკური დევნა, მიზანმიმართული და შესაბამისად, ეს ეხება თითოეულ ქართველს. როცა დევნიან მედიას, უნდა იცოდეს კარგად საქართველოს მოქალაქემ, რომ მათი ინტერესების დაცვა ისეთ ქვეყანაში, სადაც სიტყვის თავისუფლებას კრძალავენ, ფაქტობრივად შეუძლებელია.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა