logo
ENG


ცისკარიშვილი: როცა რეჟიმის დროს ოპოზიციური პარტია ხარ, გუნდში არ უნდა გქონდეს ფრაგმენტაცია
  • 766ნახვები

ხელს არავინ არავის უშლიდა, არაფერში. აქ ხელის შეშლაზე არ არის, მაგრამ ძალიან სწორია, როდესაც ვამბობთ, რომ ფრაგმენტირებული, მითუმეტეს, როდესაც რეჟიმის პირობებში ოპოზიციური პარტია ხარ, შიგნით არ უნდა გქონდეს ფრაგმენტაცია გუნდში, დაძაბულობა, დაქსაქსულობა არ უნდა იყოს. უბრალოდ გასაკვირია, განცვიფრებულები ვუსმენთ უკვე მეორე თვეა, თუ პრაქტიკულად, ორ-თვე ნახევარი, რომ პირველ დღეებში დათანხმდა ბატონი მელია არჩევნებს, მაგრამ მისი გუნდი, თვითონაც, შტაბის წევრები გამოდიოდნენ და გმობდნენ საარჩევნო პროცესს და არჩევნები არ მოსწონდათ.

3 დღე დარჩა, 45 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა ჩვენი ამომრჩეველი, სხვათა შორის, ჩვენი მხარდამჭერები, წევრები, ამხელა შიდა პარტიული დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს, ამხელა ინტერესია ჩვენი წევრების მხრიდან, რომ პარტიულ ცხოვრებაში და მუშაობაში ჩაერთონ, მაინც ამ არჩევნებს ებრძვიან და გმობენ, საარჩევნო პროცესის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია აქვთ, როდესაც არიან კანდიდატები და ამ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. ასეთ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა