logo
ENG


ჯაფარიძე: სასამართლო ოცნების ოფისიდან მიღებული ინსტრუქციების შემსრულებელ ბიუროდ გადაიქცა
  • 815ნახვები

სამწუხაროდ, ქართული ოცნების პირობებში სასამართლო გადაიქცა ქართული ოცნების ოფისიდან მიღებული ინსტრუქციების შემსრულებელ ბიუროდ და გადააქციეს ფარსად მთელი სასამართლო პროცესი. ყველამ მკაფიოდ დაინახა, რომ სააპელაციოში განხილვისას აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება იყო მოგონილი მოსამართლე არევაძის მიერ, მხოლოდ იმ მიზნით, რომ რაღაც დაებრალებინათ ჩვენთვის. მოიგონეს, ვითომდაც რაღაც თაღლითობა ჩავიდინეთ, რომლის შედეგად ჩვენ დავზარალდით. ყველაზე სამწუხარო დღევანდელ დღეს არის ის, რომ ამდენი მოსამართლე არის ჩართული ამ ფარსში და მთელი ეს პროცესი და ნახეთ, რამდენი სხდომა ჩატარდა, არის ფარსი, მხოლოდ იმისათვის, რომ წინასწარ ცნობილი გადაწყვეტილება გამოაცხადონ რამდენიმე თვის შემდეგ და ეს უკვე დაწერილია ოცნების ოფისში. ამიტომ არის სწორედ აუცილებელი, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა იმისათვის, რომ გათავისუფლდეს სასამართლო, ყველა თანამოქალაქეს ჰქონდეს იმედი, რომ სამართალს ნახავს საკუთარ ქვეყანაში და დღეს ამის იმედი ადამიანებს არ აქვთ. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს და შევძლოთ ამ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, რომ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ჰქონდეს განცდა და დარწმუნებული იყოს, რომ სამართალს იპოვის საკუთარ ქვეყანაში და ეს განცდა ყველამ დაკარგა დღეს, ქართული ოცნების დიდი ძალისხმევით.

ამის შესახებ ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

დღეს, 26 იანვარს სააპელაციო სასამართლომ ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა