logo
ENG


ზელენსკი: ვითარება ფრონტზე, ბახმუტთან და ვუჰლედართან უკიდურესად მძიმე რჩება
  • 528ნახვები

ვითარება ფრონტზე, კერძოდ კი დონეცკის რაიონში, ბახმუტთან და ვუჰლედართან უკიდურესად მძიმე რჩება. ოკუპანტები არა მხოლოდ უტევენ ჩვენს პოზიციებს, ისინი შეგნებულად და მეთოდურად ანადგურებენ ამ ქალაქებსა და სოფლებს მათ გარშემო. რუსეთის არმიას გამანადგურებელი საშუალებების დეფიციტი არ აქვს და მისი შეჩერება მხოლოდ ძალით არის შესაძლებელი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის განცხადებებით შეუძლებელია არ იყო იმედგაცრუებული. არაერთხელ ვესაუბრე მას და ვერ მოვისმინე, როგორ აპირებს სპორტის დაცვას ომის პროპაგანდისგან რუსი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებზე დაბრუნების შემთხვევაში. არ არსებობს ნეიტრალიტეტი, როდესაც ომი მიმდინარეობს და ჩვენ ვიცით, რამდენად ხშირად ცდილობენ ტირანები გამოიყენონ სპორტი მათი იდეოლოგიური მიზნებისთვის. აშკარაა, რომ რუსი სპორტსმენების ნებისმიერი ნეიტრალური დროშა სისხლით იქნება შეღებილი. ვეპატიჟები ბატონ ბახს ბახმუტში, რომ საკუთარი თვალით ნახოს, ნეიტრალიტეტი არ არსებობს.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.



ასევე ნახეთ
close დახურვა