logo
ENG


ზელენსკი: ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთის ყველა დარტყმას
  • 665ნახვები

მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში - პოლიტიკოსებს, საჯარო პირებს, ჟურნალისტებს და ადამიანებს, რომლებიც უკრაინასთან ერთად ამტკიცებენ, რომ რუსული ტერორისგან დასაცავად იარაღის მიწოდებაში ტაბუ არ შეიძლება იყოს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარტნიორებმა მოგვაწოდონ სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღი, კერძოდ, ATACMS-ი და სხვა მსგავსი ტიპის იარაღი. ეს აუცილებელია სიცოცხლის დასაცავად.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაში! ყველა გამომძიებელს, რომელიც ამხელს ტერორისტული სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ გზებს, სანქციების გვერდის ავლას. მადლობა ყველას, ვინც აღმოფხვრის რუსული დაბომბვის შედეგებს და არჩენს დაჭრილებს!

და, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს ფრონტზე, რომლებიც იცავენ ჩვენს პოზიციებს და ანადგურებენ ოკუპანტებს. დღეს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქვედანაყოფები, რომლებიც ყველაზე ეფექტურად იცავენ დონეცკის რეგიონს. 56-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის 21-ე ცალკეული ბატალიონი - მადლობა რუსეთის თავდასხმების მოგერიების ეფექტურობისთვის! 26-ე და 55-ე ცალკეული საარტილერიო ბრიგადების ჯარისკაცები - მადლობა სიზუსტისთვის! ოთხმოცდამეორე ცალკე მექანიზებული ბრიგადა - მადლობა, ბიჭებო!

მადლობა ყველას, ვინც დღე და ღამე უზრუნველყოფს უკრაინის საჭირო შედეგებს! და ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთის ყველა დარტყმას. დიდება უკრაინას!

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.



ასევე ნახეთ
close დახურვა