logo
ENG


კალაძე სააკაშვილზე: ცხადია, დაიკლებს წონაში, არ იღებს საკვებს, ამას აკეთებს მიზანმიმართულად
კახა კალაძე
02 თებ, 2023 11:46
კალაძე სააკაშვილზე: ცხადია, დაიკლებს წონაში, არ იღებს საკვებს, ამას აკეთებს მიზანმიმართულად
  • 692ნახვები

ზოგადად, პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის შესაბამისი უწყება, პენიტენციური სამსახური, რომელიც ყოველთვის ზრუნავს პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, მაგრამ აქ გვაქვს განსხვავებული სიტუაცია, არის კონკრეტული პატიმარი, რომელიც თვითდაზიანების რეჟიმშია და ბევრჯერ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით. ცხადია, ადამიანი დაიკლებს წონაში, როცა არ იღებს საკვებს შესაბამისი რაოდენობით და ამას აკეთებს მიზანმიმართულად. მიზანმიმართულად არის ის პიარ კამპანია მასთან დაკავშირებით და რა არის ამის საბოლოო მიზანი, რომ როგორმე მოხდეს მისი დახსნა ციხიდან, რაც შეუძლებელია. აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი და კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორი.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა