ევროპარლამენტარმაც და ევროპრეზიდენტმაც, ერთი რამე არის, უნდა სწორი აქცენტი დასვას, უნდა მოხსნას საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე საქართველოს სახელმწიფო წამლავს ადამიანს, აწამებს, დაუბრუნდნენ რეალობას... როგორ უნდათ, რომ წაიყვანონ სააკაშვილი და მერე ისევ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენონ, იმიტომ რომ თურმე სააკაშვილი იმიტომ კი არ მიდის აქედან, რომ შეეშინდა და ვაპატიოთ, თურმე სააკაშვილს სახელმწიფო წამლავს ადამიანს, აწამებს, დაუბრუნდნენ რეალობას და აღწერონ რეალობა და ამ რეალობის აღწერის შემდეგ თქვან, რომ მოდი, იქნებ ეს სააკაშვილი გავიყვანოთ აქედან, თორემ ნახეთ როგორ უნდათ, რომ წაიყვანონ სააკაშვილი და მერე ისევ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენონ.
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
დღეს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები. ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვან.