logo
ENG


წულუკიანი: ზელენსკი "გულის" სანაცვლოდ იცავს კრიმინალ სააკაშვილს
  • 748ნახვები

რასაკვირველია, ჩვენ მოვუწოდებთ მას, პირადად მეც, რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება. პატიმარი არ ეგუება სასჯელს, რომელიც აქვს მისჯილი კანონიერად და ირჩევს, ყველაფერი გააკეთოს, რათა აირიდოს სასჯელი. მაგალითისთვის, შეუთვალოს უკრაინელებს, რომ ჩემი გული თქვენ გეკუთვნით და იმედი აქვს, რომ უკრაინელები ამის გამო დაიცავენ. როგორც ჩანს, ამან ზოგიერთზე იმოქმედა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკიზე და ის სააკაშვილის გულის სანაცვლოდ გამოვიდა და იცავს კრიმინალს.

ამიტომ ჩვენ პირველ რიგში, ვინც ვართ ამ ქვეყნის შიგნით და გარედან არ ვუყურებდით უბედურებებს, რაც ამ ადამიანმა დაატრიალა ქვეყნაში, უნდა გავიხსენოთ, რისთვის არის სასჯელმისჯილი პატიმარი – არაერთი დანაშაულისთვის, რომლებიც მძიმე დანაშაულებია. შესაბამისად, საჭიროებს სასჯელის მოხდას. პატიმარმა უნდა შეცვალოს ქცევა, გამოიყენოს დახმარება, მათ შორის ფსიქოლოგის, თუ საჭიროა ფსიქიატრისაც და შეეგუოს სასჯელს. კანონში ასე წერია, რომ დააშავებ, შემდეგ მოგისჯიან და სასჯელი არის მოსახდელი. ეს მარტივი ანა-ბანაა, რომელსაც უნივერსიტეტების პირველ ფაკულტეტებზე ასწავლიან.

ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გუშინ, პირველ თებერვალს ზელენსკიმ თქვა, რომ საქართველოს მთავრობა საააკშვილს ნელ-ნელა კლავს. იქამდე სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა, რომ მისი გული კიევში უნდა იყოს დამარხული.



ასევე ნახეთ
close დახურვა