logo
ENG


კობახიძე: 10 ევროდეპუტატი უზიარებდა ერთმანეთს შეშფოთებას სააკაშვილზე, დებატებს ფასი არ აქვს
  • 392ნახვები

700-კაციან პლენარულ სხდომათა დარბაზში ცნობილი 10 ევროდეპუტატი იჯდა და ერთმანეთს უზიარებდა საკუთარ შეშფოთებას სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ არიან ეს ადამიანები და ვის ინტერესებს ლობირებენ ისინი მიხეილ სააკაშვილთან ერთად. აქედან გამომდინარე, არავითარი ფასი ბუნებრივია მათ განცხადებებს და ერთმანეთთან გამართულ დებატებს არ აქვს.

ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ევროპარლამენტში გაიმართა დებატები, რომელზეც ევროდეპუტატებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, მისცენ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობის საშუალება და გაუშვან ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა