logo
ENG


ალასანია სააკაშვილზე: ადამიანი აღარ არსებობს, არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ჭამს
  • 547ნახვები

საშინელი მდგომარეობაა, ჯანმრთელობაზე უკვე აღარ არის ლაპარაკი, ადამიანი აღარ არსებობს, არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ვერ ჭამს და ვეღარ მოძრაობს. ისე მაქვს, მართალი გითხრათ, ხელი ჩაქნეული ამ ქვეყანაზე, მგონია, რომ არაფერი აღარ მოიტანს შედეგს, აი, ასეთი გრძნობა მაქვს, მე პირადად.

ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, ევროკავშირმა მიიღო, საგანგებო სხდომა ჩატარდა, უკრაინის რადა იღებს რეზოლუციას, არის სამიტი, სადაც მუდმივად არის ჩემს შვილზე ლაპარაკი. გაზეთი აღარ დარჩა უცხოური, ცნობილი გაზეთი და ჟურნალი, სადაც არ იყოს ინფორმაცია ჩემს შვილზე. მე არ ვიცი, მეტი რაღა უნდა იყოს. მე არ მეგულება მეორე ასეთი ადამიანი საქართველოში, რომელზედაც, შეიძლებოდა, ასეთი ხმაური ატეხილიყო.

განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა