logo
ENG


პოდოლიაკი: მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი ფორმატი სააკაშვილის გადმოსაცემად
  • 300ნახვები

ჩვენ ყველა საჯარო თუ არასაჯარო საკომუნიკაციო არხს ვიყენებთ სხვადასხვა დონეზე იმისათვის, რომ სააკაშვილმა აუცილებლად მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უკრაინაში ან ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი ფორმატი სააკაშვილის ან ჩვენი ან შუამავლის მეშვეობით გადმოსაცემად. მზად ვართ, სააკაშვილი გადავიყვანოთ. აღნიშნულზე პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ გაუკეთებია განცხადება. რაც შეეხება კონკრეტიკას, ეს კონკრეტიკა მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების დადგომის შემდეგ გამოჩნდება. ჯერჯერობით სამწუხაროდ, გადაწყვეტილებები არ არის მიღებული.

აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხილო პოდოლიაკი რადიო მაესტროსთან ინტერვიუში.



ასევე ნახეთ
close დახურვა