[პარტიის ოფისში] შეხვედრას დაესწრება ყველა. ახალი თავმჯდომარისგან მოვისმენთ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ბრძოლა. ჩემი პოზიცია არის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობა ყველგან. ყველგან უნდა იგრძნოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო მოსამართლემ, ეს არის ის, რაც მას არ შერჩება მშვიდად და არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში მოკლას
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ ფორმულასთან საუბარში. სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. ის პატიმრობაში რჩება. ნაციონალური მოძრაობის წევრები პარტიის ოფისში იკრიბებიან.