logo
ENG


სააკაშვილის ძმა სასამართლოზე: ეს იყო წინასწარ დაწერილი შოუ
  • 481ნახვები

[მოსამართლემ] ასე ცივსისხლიანად შეასრულა დაკვეთა ბოლომდე. ეს იყო წინასწარ დაწერილი შოუ. ვინც იღებს გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად, კარგად მოგეხსენებათ, პირდაპირ დაწერეს და უთხრეს, შენ შეასრულებ ამას. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთხმად თანხმდება, რომ შეიძლება, არ იზიარებდე კურსს, რაღაც არ მოგწონდა მიშა სააკაშვილის მმართველობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა გაწირო ბოლომდე, მაგრამ დღეს იყო არჩევანი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის და მთავრობამ პირდაპირ თქვა, რომ საერთოდ არ გვაინტერესებსო.

აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. ის პატიმრობაში რჩება.



ასევე ნახეთ
close დახურვა