შეშფოთებულები ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო და მოვუწოდებთ [საქართველოს ხელისუფლებას], მას საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს. ესტონეთი მზადაა, უზრუნველყოს სამედიცინო ექსპერტიზა მის მკურნალობაში დასახმარებლად. ეს ნაბიჯი ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად.
წერს Twitter-ზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ.