ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას. ესებუას დაკავება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის, ბადრი ესებუას დაკავებას ეხმაურება. ესებუა თავდასხმიდან 2 წლის შემდეგ დააკავეს.