logo
ENG


ბაიდენი: ჩვენ უკრაინასთან ერთად ვიდგებით რამდენი ხანიც საჭირო იქნება
ჯო ბაიდენი
08 თებ, 2023 14:04
ბაიდენი: ჩვენ უკრაინასთან ერთად ვიდგებით რამდენი ხანიც საჭირო იქნება
  • 306ნახვები

მე ამ დარბაზში 1 წლის წინ ვისაუბრე, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე პუტინი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ თავდასხმას დაიწყებდა. მკვლელი თავდასხმა, რომელმაც სიკვდილისა და ნგრევის ის სურათები გაგვახსენა, რაც ევროპამ მეორე მსოფლიო ომისას გადაიტანა.

პუტინის შეჭრა იყო დროის ტესტი. ტესტი ამერიკისთვის. ტესტი მსოფლიოსთვის. დავიცავდით ყველაზე ბაზისურ პრინციპებს? დავდგებოდით სუვერენიტეტის მხარეს? დავიცავდით ადამიანების ტირანიისგან თავისუფალი ცხოვრების უფლებას? დავდგებოდით დემოკრატიის დაცვის მხარეს?

ერთი წლის შემდეგ ჩვენ ვიცით პასუხი - დიახ, ასე მოვიქცეოდით და დიახ, ასე მოვიქეცით.

ერთად ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკა ყოველთვის საუკეთესოდ აკეთებს. ჩვენ ვუხელმძღვანელეთ. ჩვენ გავაერთიანეთ NATO და ავაშენეთ გლობალური კოალიცია. ჩვენ წინ აღვუდექით პუტინის აგრესიას. ჩვენ დავდექით უკრაინელ ხალხთან. ამერიკა ერთიანია თქვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერაში. ჩვენ ვიდგებით თქვენთან რამდენი ხანიც საჭირო იქნება.

განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური მიმართვისას.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა