logo
ENG


კობახიძე: პირობას ვდებ - სააკაშვილზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ გამორიცხულია
  • 433ნახვები

ამნისტია გამორიცხულია. ამნისტია ისეთი კანონია, რომელიც უნდა შეეხოს პირთა აბსტრაქტულ წრეს. არ შეიძლება ამნისტია ერთ კონკრეტულ ადამიანს მოერგოს. აქედან გამომდინარე, ბოლომდე დავიცავთ პრინციპებს და გამორიცხულია, რომ ამნისტიის კანონი ერთ კაცს მოერგოს, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია.

ცხრა ათასივე პატიმარი, თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები, თუნდაც სააკაშვილი, შეიძლება, რაღაც დოზით თანაგრძნობას იწვევდეს, ეს ადამიანური ამბავია, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით 9 ათასი პატიმრის გათავისუფლება გამორიცხულია, განსაკუთრებით როდესაც საქმე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულებში მხილებულ პატიმარს ეხება. ამდენი ადამიანი არ გაუმწარებია არცერთ პატიმარს, რამდენიც გაამწარა სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც.

პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ გამორიცხულია.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, განიხილავს თუ არა პარლამენტი ამნისტიას სააკაშვილის თემაზე იმ შემთხვევაში, თუ ის ბრალდებებს აღარებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა