logo
ENG


მიშელი ზელენსკის: შთააგონებთ მთელ მსოფლიოს იმის დაცვით, რაც უკრაინას ეკუთვნის
შარლ მიშელი
09 თებ, 2023 17:20
მიშელი ზელენსკის: შთააგონებთ მთელ მსოფლიოს იმის დაცვით, რაც უკრაინას ეკუთვნის
  • 493ნახვები

ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენ ვერ წარმოიდგინეთ, რამდენად ამაღელვებელია ჩემთვის თქვენი მიღება ევროპის საბჭოში, მოგესალმებით უდიდესი პატივისცემით, კეთილი იყოს დაბრუნება ევროკავშირში, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში. ჩვენ ვიცით, რა რისკებთანაა დაკავშირებული თქვენი აქ ჩამოსვლა და ამის გამო კიდევ უფრო დიდ პატივს ვცემთ ამას.

ძვირფასო ვოლოდიმირ, თქვენ ხართ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი, რომელიც შთააგონებს მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით თავისუფალ მსოფლიოს თქვენი ქვეყნის მართვით, სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლით, იმის დაცვით, რაც უკრაინას ეკუთვნის.

თქვენი აქ ყოფნა ომის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ ძლიერი სიმბოლოა. თქვენ წარმოადგენთ უკრაინელ ხალხს, რომელიც იბრძვის და თავს იცავს, იცავს თავის ოჯახებს, სახლებსა და მომავალს. ამის მიუხედავად, წელიწადზე ნაკლებ დროში თქვენი ქვეყანა ევროკავშირთან იმაზე ახლოს მიიყვანეთ, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპარლამენტში.



ასევე ნახეთ
close დახურვა