მთავარი საკითხი არის ის, რატომ საუბრობს ამას კობახიძე? იმიტომ, რომ საკუთარ ბედს ქართული ოცნება პირდაპირ უკავშირებს რუსეთის გამარჯვებას. ისინი ფიქრობენ, რომ ძალაუფლებას შეინარჩუნებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაიმარჯვებს და მათ რუსეთის მხარე, დიახაც, ომის დაწყების პირველივე დღიდან აირჩიეს და ამიტომაა, რომ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ ვიღებთ, ამიტომაა რომ ჩვენ ვერ მივიწევთ წინ დასავლური ცივილიზაციისკენ, ამიტომაა, რომ კითხვისნიშნები არსებობს საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომაა, რომ თავდაცვის მინისტრის ვიზიტს აშშ-ში მალავენ, ამიტომაა რომ აბსოლუტურად ყველა საკითხში, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას შეეხება ისინი ირჩევენ ღალატის გზას.
განაცხადა პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ.
8 თებერვალს ქართული ოცნებს თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რადგან უკრაინაში "ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა" აქვს, საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია. 9 თებერვალს კი დაამატა, რომ "რუსეთის უპირატესობა" ფაქტობრივი მოცემულობაა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებაც და აშშ-სა და ევროპის წარმომადგენლებიც ადასტურებენ.