logo
ENG


ზელენსკი: ვიზიარებთ თურქი ხალხის ტკივილს და ვეხმარებით ამ რთულ დროს
  • 345ნახვები

პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც თურქეთში საშინელ მიწისძვრას ემსხვერპლა.

საშინელმა ტრაგედიამ, რომელმაც ერთ წამში ამდენი სიცოცხლე შეიწირა, გულებში ღრმა ტკივილი დაგვიტოვა. ვიზიარებთ თურქი ხალხის ტკივილს და ვეხმარებით ამ რთულ დროს.

სამუდამო ხსოვნა დაღუპულებს. დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქ ხალხს მიუსამძიმრა და თურქეთის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

6 თებერვალს, გვიან ღამით თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვა 24 000-ს გადააჭარბა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა