logo
ENG


ჰერჩინსკი: მოვუწოდებ ოცნებას, ოპოზიციას, იმუშაონ ერთად 12 რეკომენდაციაზე პროგრესისთვის
  • 517ნახვები

რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მალე ჩვენ დავიწყებთ შეფასებაზე მუშაობას. ამას გავაკეთებთ ინკლუზიური და გამჭვირვალე გზით. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას მათი წვლილისთვის, კონსულტაციებს გავივლით სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, კომუნიკაცია გვექნება სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეს აისახება ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნებული იქნება ევროკომისიის მიერ ამ წლის ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის. იქამდე, ძალიან ცოტა რამის თქმა შემიძლია. რაც ცალსახად მინდა აღვნიშნო არის ის, რომ ჯერ კიდევ არის რამდენიმე თვე დარჩენილი, შესაბამისად, ჯერ კიდევ არის დრო და მინდა მოვუწოდო ყველას საქართველოში როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ იმუშაონ ერთად, რათა მიაღწიონ მაქსიმალურ პროგრესს 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ეს ცალსახად მოითხოვს ინკლუზიურობას ხელისუფლების მხრიდან და ასევე მოითხოვს კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან და ადგილი, სადაც ეს დისკუსია უნდა წარიმართოს არის საქართველოს პარლამენტი. სწორედ ამიტომ აღვნიშნეთ ჩვენ ოპოზიციასთანაც, რომ ისინი უნდა დარჩნენ პარლამენტში, იყვნენ ჩართულები, იმუშაონ კონსტრუქციულად იმისთვის, რათა მიაღწიონ მაქსიმალურ პროგრესს 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით.

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში განაცხადა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა