logo
ENG


ჰერჩინსკი სააკაშვილზე: ყურადღებით ვადევნებთ თვალს, ეს საკითხი ზრდის პოლარიზაციას ქვეყანაში
  • 425ნახვები

როგორც მე მესმის, [მიხეილ სააკაშვილის] სასამართლო პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს. რამდენადაც ვიცი, მისმა ადვოკატებმა უკვე განაცხადეს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდეგ ინსტანციაში აპირებენ და ასევე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ სტრასბურგის სასამართლოთი. ჩვენ ამ ვითარებას ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს და ველით, რომ შედეგი დადგეს. ამავდროულად, ევროკავშირი სერიოზულად არის შეშფოთებული ანგარიშებით, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხება. ჩვენ შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათი პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ყველა უფლება, მისი, როგორც დაცვის მხარის უფლება სასამართლოში, მისი, როგორც პატიმრის უფლებები, სრულად იყოს დაცული. ასევე შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს საკითხი და ვითარება, სამწუხაროდ, ზრდის პოლარიზაციას საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ოპოზიციური პარტიები დარჩებიან პარლამენტში, იქნებიან კონსტრუქციულად ჩართულები პროცესებში, იმისთვის, რათა მოხდეს 12 პრიორიტეტის მაქსიმალურად იმპლემენტაცია და რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს მშვიდობიანი განვითარება

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში განაცხადა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა