logo
ENG


კუბილიუსი: ვაკვირდებით, როგორ ექცევა ოცნება სააკაშვილს, ეს იმოქმედებს ქვეყნის პერსპექტივაზე
  • 725ნახვები

იმედი მაქვს, საბოლოოდ, ქართული ოცნება და მთავრობა გააცნობიერებს, რომ აღნიშნული სიტუაცია, რომელიც უკავშირდება ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებას და მის ჯანმრთელობაზე ცუდად ზრუნვას, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად დააზიანებს ქვეყანას. ეს პირველ რიგში, აზიანებს საქართველოს პერსპექტივას, რომ იქცეს ევროკავშირის წევრად და ეს არ არის მოსაზრება, რომელსაც აჟღერებს მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ინდივიდი და ევროპარლამენტის რამდენიმე წევრი, როგორც ამის დახატვას ცდილობს ქართული ოცნება.

შესაბამისად, ევროპარლამენტი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში მიმდინარე სიტუაციას, აკვირდება მმართველი პარტიის, ოლიგარქის ქცევას და კონკრეტულად იმას, თუ როგორ ექცევიან ისინი სააკაშვილს და რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს საქართველოს პერსპექტივაზე და კანდიდატის სტატუსის მიღებაზე წელს.

განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ფორმულას ეთერში. [სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა