მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი წინააღმდეგობა, ყველა ბერკეტი. ჩვენ უნდა შევძლოთ და გამოვიყენოთ იმისთვის და გავაკეთოთ შესაძლებელიც და შეუძლებელიც იმისთვის, რომ გადავარჩინოთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული არის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ამიტომაც, მე ვიქნები ყველგან, ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც იქნება მსგავსი აქტივობა და სადაც იქნება მთავარი წინააღმდეგობა, მთავარი მიზნის შესასრულებლად. ჩვენი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე არის პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და რა თქმა უნდა, რუსული ოცნების ამ ქვეყნიდან მოშორება.
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ.