ჩვენ რეგულარულად ვიგებთ მტკიცე გადაწყვეტილებების შესახებ ჩვენი ქვეყნის დაცვისა და ჩვენი მეომრების გაძლიერების საკითხებში. ჩვენმა პარტნიორებმა დაადასტურეს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის, მეტი ტანკის, არტილერიისა და ჭურვების გადაცემის გადაწყვეტილება. ასევე იქნება მეტი წვრთნა ჩვენი სამხედროებითვის. "რამშტაინის" შესახებ ყველაფრის საჯაროდ ლაპარაკი არ შეიძლება, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადი ტენდენციები უცვლელი რჩება. უკრაინა და მისი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ რაც შეიძლება მალე წააგოს. ამიტომ, სიჩქარე ძალიან მნიშვნელოვანია. სიჩქარე ყველაფერში, გადაწყვეტილებების მიღებისას და შესრულებისას, მოწოდებაში, წვრთნაში. სიჩქარე გადაარჩენს სიცოცხლეს, სიჩქარე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.