logo
ENG


იუკნევიჩიენე: დღეს უკრაინა იმარჯვებს ამ ომში
  • 340ნახვები

მადლობა უკრაინა, მადლობა მშვიდობის დაცვისთვის. დიახ, ეს იყო საშინელი ერთი წელი, მაგრამ უარესი იქნებოდა, პუტინიზაციის ინფექცია რომ გავრცელებულიყო ევროპის კონტინენტის დიდ ნაწილზე. დღეს უკრაინა იმარჯვებს ამ ომში, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად იქნება მიღწეული უკრაინელების გადამწყვეტი გამარჯვება. ერთი წლის წინ უკრაინელებს არ შეეშინდათ ტერორისტული რუსეთის. ჩვენ უსაფრთხოდ ვართ სწორედ უკრაინელების ზურგს უკან და არც ჩვენ უნდა შეგვეშინდეს. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას ყველაფერი, რაც სჭირდებათ, საჰაერო თავდაცვის სისტემები, მოიერიშე თვითმფრინავები, ტანკები, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები. რაც შეიძლება სწრაფად, ამ წელსვე უნდა დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ღია მოლაპარაკებები. არ უნდა გავიმეოროთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის შეცდომა და უნდა მოვიწვიოთ უკრაინა NATO-ში ამ წლის ვილნიუსის სამიტზე. არ უნდა შეგვეშინდეს თვითონ რუსეთშიც, პუტინის რეჟიმის დაცემის.

განაცხადა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა