logo
ENG


ფოტიგა რეზოლუციაზე: ეს აჩვენებს ჩვენს შეხედულებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე
ანა ფოტიგა
15 თებ, 2023 20:33
ფოტიგა რეზოლუციაზე: ეს აჩვენებს ჩვენს შეხედულებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე
  • 396ნახვები

კენჭისყრის შედეგი ამ რეზოლუციაზე იყო უფრო მაღალი, ვიდრე ჩვეულებრივი უმრავლესობა, რადგან 705 წევრიანი პარლამენტიდან 577-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მნიშვნელოვანი, ხაზი გავუსვათ, რომ ასევე დიდი უმრავლესობით მიღებულ იქნა ერთადერთი შესწორება ამ რეზოლუციაზე, რომელიც ეხებოდა ივანიშვილის როლს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებაში და ჯანმრთელობის ძალიან მყიფე მდგომარეობის მიუხედავად, მის პატიმრობაში დარჩენას. ეს არის გზავნილი, რომელიც აჩვენებს ჩვენს შეხედულებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აჩვენებს ჩვენს პოზიციას, რომ როგორც ეპყრობიან სააკაშვილს, არ არის ის, რასაც ველოდებით დემოკრატიული სასამართლო სისტემისგან, ასევე იმას, რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ და ეს უნდა შეაფასოს საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა. ამ საქმემ, შესაძლოა, გამოიწვიოს უფრო მეტი სირთულე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებაში.

განაცხადა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა