თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში სასტიკად შეიჭრა და ვლადიმერ პუტინი არავითარ ნიშანს არ აჩვენებს, რომ მშვიდობისთვის ემზადება. პირიქით, ის ახალ შეტევებს იწყებს და სამიზნეს მშვიდობიან მოსახლეობას. ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ირჩევს. პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ ის ვერ გაიმარჯვებს. და ამისთვის ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის საჭირო იარაღის რაც შეიძლება სწრაფად მიწოდება, რათა დაიბრუნონ ტერიტორიები და გაიმარჯვონ, როგორც სუვერენულმა ერმა
განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.