logo
ENG


ზელენსკი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსულმა აგრესიამ ამ წლის ბოლომდე კრახი განიცადოს
  • 486ნახვები

უკრაინის მთავარი გზავნილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშკარაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსულმა აგრესიამ ამ წლის ბოლომდე კრახი განიცადოს. ეს შესაძლებელია, ეს აუცილებელია, მაგრამ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მიიღებს საჭირო იარაღს. ამიტომაც ჩვენი დიპლომატიური მარათონი უწყვეტად მიმდინარეობს. დეკემბერში, ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის შემდეგ, შეიქმნა სატანკო კოალიცია უკრაინისთვის, მოიხსნა ტაბუ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებაზე. არის ახალი მიღწევები ჩვენი არტილერიის გაძლიერებაში, ასევე მსოფლიომ უკვე გაიგო, რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის საავიაციო კოალიციის შექმნა უკრაინისთვის.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.



ასევე ნახეთ
close დახურვა