logo
ENG


კალასი: პუტინი, ლავროვი - ისინი დაუსჯელები რჩებიან, ამიტომ უნდა იყოს ცალკე ტრიბუნალი
კაია კალასი
18 თებ, 2023 12:33
კალასი: პუტინი, ლავროვი - ისინი დაუსჯელები რჩებიან, ამიტომ უნდა იყოს ცალკე ტრიბუნალი
  • 540ნახვები

არსებობს ომის დანაშაული, რომელიც შეიძლება გამოიძიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და უკრაინამ, მაგრამ ასევე არსებობს პოლიტიკური ლიდერების პერსონალური დანაშაული, რომელსაც წარმოადგენს აგრესიის დანაშაული. ეს არის ლიდერების დანაშაული, რომლებიც იღებენ სხვა ქვეყანაზე თავდასხმის გადაწყვეტილებას. რომ არ იყოს ლიდერების დანაშაული, არც ომის დანაშაული იარსებებდა. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ აგრესიის დანაშაულის პასუხისმგებლობაზე, რადგან სხვა შემთხვევაში, ისტორია თავისთავად მეორდება. ეს კი ნიშნავს, რომ ლიდერები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აგრესიის დანაშაულზე, ისეთები როგორებიც არიან პუტინი, ლავროვი, ისინი დაუსჯელები რჩებიან. ამიტომ, უნდა იყოს ცალკე ტრიბუნალი.

განაცხადა ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა