logo
ENG


ღარიბაშვილი: საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა მისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად
  • 542ნახვები

მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა მსოფლიოს არ ჰქონია მსგავსი გამოწვევა [უკრაინაში ომი]. თქვენ იცით, რომ 2008 წელს ჩვენც გვქონდა ომი რუსეთთან. მას შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ისტორიული ტერიტორიები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე 2 სამხედრო ბაზა აქვს. მას შემდეგ ჩვენ ბევრი პრობლემა გამოვიარეთ, ბევრი გამოწვევა გვქონდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ძალაუფლებაში 2012 წელს ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ დეესკალაციის კუთხით. დეესკალაციასთან ერთად ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროინტეგრაციის გზაზე...

ყველაზე აქვს გავლენა ამ ომს უკრაინაში. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ აქცენტი კეთდება რუსეთის მხრიდან უკრაინაზე. ეს არის დამანგრეველი ომი და მე უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ ომის შესაჩერებლად. მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. აქვე გეტყვით, რომ საქართველო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას მიყვება, რაც შეეხება სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა მისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მადლობა მინდა გადავუხადო ეუთოს და სხვა მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მედიაციის პროცესში. თქვენ ბრძანეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები - ესეც არის ის პლატფორმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობისას გაგვაჩნია. ამიტომ უნდა გავიმეორო, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა