ამ ომს ჩვენზე პირდაპირი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ზოგადად, გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და ალბათ ვერ დაბრუნდება ის ვითარება, რაც უკრაინაში ომამდე იყო. ჩვენ ვიცით, რა არის ომი ჩვენივე ტერიტორიაზე, რამხელა ტკივილი შეუძლია მოიტანოს, ხალხს რამდენად მიაყენოს ტკივილი. ჩვენ გვინდა, მშვიდობა დამყარდეს ევრაზიულ რეგიონში და მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს იმის საჭიროება აქვთ აჩვენონ, რომ მდგომარეობა გარდაიქმნა და ეს ურთიერთსიძულვილი დაძლეული იქნება. ჩვენ უკვე ვმუშაობთ სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. იმედია, ეს პროცესი მალე დასრულდება. ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყნებს, რომლებსაც სერიოზული ისტორიული უთანხმოებები ჰქონდათ, შეიკრიბონ და მტრობის ეტაპი გადალახონ.
განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.