აშშ 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს და ქართველი ხალხის მისწრაფებას, იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, ჰქონდეთ კეთილდღეობა, წარმატება და რა თქმა უნდა, მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი და ჩვენ, ეს მხარდაჭერა, დღეს შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ.
ჩვენ ვურჩიეთ შეხვედრებზე მთავრობას, რომ გააგრძელონ მხარდაჭერა ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროპასთან დაახლოებაში
განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.