მე ძალიან შეშფოთებული და იმედგაცრუებული ვარ. საქართველო, რომელშიც რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩავედი და სადაც ახალგაზრდებს უნდა ჰქონოდათ ბრწყინვალე მომავალი და იგრძნობოდა დემოკრატიული სულისკვეთების დიდი გავლენა, ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ დგას ამჟამად.
საქართველომ არ გამოხატა ძალიან ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისადმი, რომ უკრაინას დაემარცხებინა რუსეთი და გაეძევებინა რუსული ჯარები თავის ტერიტორიიდან და ახალი კანონპროექტი, რომელიც არის რუსული კანონპროექტის გადმომღერება და საუბრობს უცხოურ აგენტებზე - ეს გახლავთ ის ნაბიჯები, რომელსაც მე არ მოველოდი. ეს რეალურად ზღუდავს მომავალს ქართული ახალგაზრდობისა...
ეს არის არჩევანი საქართველოს მთავრობისა და ვფიქრობ, საქართველოს ახალგაზრდობა გაცილებით უკეთეს რეალობას იმსახურებს, ვიდრე დღეს აქვთ.
განაცხადა გენერალმა ბენ ჰოჯესმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.