logo
ENG


პუტინი: დასავლეთის ელიტა გეგმავს, ლოკალური კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად აქციოს
  • 591ნახვები

ჩემი მიმართვა ემთხვევა ისეთ დროს, რომელიც ყველამ ვიცით, რომ რთული და წყალგამყოფია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის კარდინალური, გარდაუვალი ცვლილებების და მნიშვნელოვანი მოვლენების დრო, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და ასეთ დროს, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა კოლოსალურია. 2014 წლიდან დონბასის მოსახლეობა იბრძვის და იცავს საკუთარ უფლებას, რომ იცხოვროს საკუთარ მიწაზე, ილაპარაკოს მშობლიურ ენაზე. ისინი არ დანებებულან ბლოკადის, მუდმივი იერიშების, სიძულვილის პიროებებში. მათ სწამდათ, რომ რუსეთი მივიდოდა მათ დასახმარებლად. დასავლეთი კი თვალს ხუჭავდა კიევის რეჟიმის მიერ ჩადენილ პოლიტიკურ მკვლელობებზე, რეპრესიებზე მათ მიმართ, ვინც არ აწყობდათ, ასევე მორწმუნეების დაცინვაზე. პირიქით, ბიძგს აძლევდნენ მათ, ტერაქტები მოეწყოთ. ჩაყავდათ ნაციონალისტები თავიანთ სამხედრო სასაწავლებლებში, აწვდიდნენ იარაღს. „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყებამდე, აწარმოებდნენ კიევთან მოლაპარაკებებს საჰაერო თავდაცვის სისტემების და საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე. გვახსოვს ისიც, როგორ ცდილობდა კიევი ბირთვული იარაღის მიღებასაც, ამას ღიად ამბობდნენ. შეერთებული შტატები და NATO დაჩქარებული წესით აწყობდნენ ჩვენს საზღვრებთან სამხედრო ბაზებს, საიდუმლო ბიოლაბორატორიებს, ამზადებდნენ კიევის რეჟიმს, დამონებულ უკრაინაში დიდი ომისთვის. გამოდის, რომ, როდესაც რუსეთი გულწრფელად მიისწრაფვოდა მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ, ისინი თამაშობდნენ ხალხის სიცოცხლით. პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება და რა თქმა უნდა, არსებულ რეჟიმს კიევში, რომლისთვისაც უკრაინელი ხალხი უცხოა. დასავლეთის ელიტა არ მალავს მიზანს, როგორც ამბობენ, დაამარცხოს რუსეთი სტრატეგიულად. ეს ნიშნავს ჩვენს დასრულებას, ერთხელ და სამუდამოდ, ეს ნიშნავს, რომ გეგმავენ, ლოკალური კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად აქციონ.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა