logo
ENG


კობახიძე: ცენზურა, რაც ხორციელდება ევროპულ მედიასაშუალებებზე, შემაშფოთებელია
  • 701ნახვები

გახსოვთ თქვენ ცნობილი წერილი, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების წერილი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ხორციელდება მასშტაბური ცენზურა მედიასაშუალებებზე და მარტივი რაღაცაა, იმაზე კი არ არის საუბარი, რომ არ იბეჭდება რაღაცები, ადვოკატების მიერ გაგზავნილი სტატიები, ბევრი რამე იბეჭდება და უამრავი სტატია დაიბეჭდა ამ დროის განმავლობაში, როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში, მაგრამ როცა საქმე ეხებოდა ბანკს, ძალიან მარტივად მიდიოდა ყველა სტატია, როგორც კი აქცენტი გადადიოდა მენეჯმენტზე, მაშინვე ან ცდილობდნენ სიტყვა მენეჯმენტის ამოგდებას, ან საერთოდ ბლოკავდნენ ასეთი სტატიების დაბეჭდვას.

ჩვენ, დაახლოებით, იგივე გვახსოვს 2020 წელს, ჩვენც გვქონდა მაშინ გაფორმებული კონტრაქტი ერთ-ერთ საკმაოდ გავლენიან კომპანიასთან, როდესაც ვცდილობდით, რომ მაგალითად, სტატიები დაგვებეჭდა იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერი კარგად მართავს კოვიდს, მარტივად მიდიოდა ეს სტატიები, მაგრამ როგორც კი აბსოლუტურად ფაქტებზე დაფუძნებული სტატიები მიდიოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეკონომიკური პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას, რამდენად ლიბერალური, წარმატებულია ეს ეკონომიკური პოლიტიკა, მაგალითად, და ა.შ. მაშინვე იბლოკებოდა შესაბამისი სტატიები. ანუ, ეს ცენზურა, რაც ხორციელდება ევროპულ მედიასაშუალებებზე, მასშტაბური ცენზურა, არის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი და ეს ჩვენზეც პოვებს ასახვას.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემაში საუბრის დროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა