logo
ENG


პაპუაშვილი უკრაინაზე: არაა ქვეყანა, რომელიც ჩვენს პირობებში, ჩვენსავით სოლიდარული იქნებოდა
  • 397ნახვები

სამწუხაროდ, საქართველოში ოპონენტების ნაწილი ცდილობს, რომ პოლიტიკური დისკუსია მხოლოდ იმ კალაპოტში წაიყვანონ, როგორ დააზიანონ ხელისუფლება, ისინი ფიქრობენ, რომ ამით ძალაუფლებას მოიპოვებენ, სინამდვილეში, ამით აზიანებენ საკუთარ ქვეყანას. ეს დისკუსიაც სწორედ ამ კალაპოტში იყო წაყვანილი. გავიხსენოთ ნებისმიერი სხვა დისკუსია, თუნდაც პანდემიის პერიოდის მოწოდებები, რომლის მიზანი იყო, რამენაირად მღელვარების შემოტანა. აქაც ეს არის. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ დედამიწაზე არ არის არც ერთ ქვეყანა, რომელიც ჩვენნაირ პირობებში, გამოიჩენდა იგივე სოლიდარობას, რაც ჩვენ გამოვიჩინეთ. თუკი შევხედავთ საქართველოს მდგომარეობას, რომელიც განსხვავებით ყველა სხვა ქვეყნისგან, რომელიც არის უკრაინის მხარდამჭერთა ალიანსში, ჩვენ ვართ, რომელსაც არ იცავს NATO-ს ქოლგა, რომელსაც არ იცავს ევროკავშირის სოლიდარობის ქოლგა, ვართ ქვეყანა, რომელმაც სამი ომი გამოიარა რუსეთთან და ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე დღესაც იმყოფება რუსული არმია. ამ პირობებში, ის სოლიდარობა, რომელსაც საქართველო უცხადებს უკრაინას პოლიტიკურ თუ სხვა მხრივ, ეს არის ისეთი სოლიდარობა, რომელსაც სხვები არ გამოიჩენდნენ

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა